არჩილ გამზარდია:„ქართული ოცნება“ უნდა დავიცვათ იმ პრობლემებისგან, რაშიც გაყო თავი „ნაციონალურმა მოძრაობამ“

„ქართული ოცნებას“ დღეს ჰყავს პარლამენტში არაჯანსაღი ოპოზიცია, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ანალიტიკოსმა არჩილ გაზარდიამ განაცხადა.
გამზარდიას მიაჩნია, რომ საზოგადოება მუდმივად ჩართული უნდა იყოს ხელისუფლების მუშაობაში. ანალიტიკოსი ყურადღებას საკონსტიტუციო უმრავლესობაზეც ამახვილებს.
“ქართული ოცნების“ მიმართ საზოგადოებას არ ექნება ნეგატიური დამოკიდებულება, ეს დამოკიდებულება იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, თუმცა ვთვლი, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკა ყოველთვის უნდა არსებობდეს, მით უმეტეს, როცა ხელისუფლებას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. „ქართული ოცნება“ უნდა დავიცვათ იმ პრობლემებისგან, რაშიც თავი გაყო „ნაციონალურმა მოძრაობამ,“ – განაცხადა არჩილ გამზარდიამ.
ანალიტიკოსმა პრესკონფერენციაზე „ახალ სახეებზე“ და საპარლამენტო უმრავლესობაზეც ისაუბრა.
“ახალი სახეების მოყვანა ხელისუფლებაში, დროთა განმავლობაში გამოჩნდება თუ როგორ გაამართლებს, მათ ძალიან დიდი გამოწვევა აქვთ სამომავლო პერსპექტივაში.
რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, ჩვენ ჯერ არ ვიცით რა პოლიტიკას აირჩევს „პატრიოტთა ალიანსი,“ „ნაციონალური მოძრაობა“ კი რა ძალაა, ეს ყველამ კარგად იცის,“ – განაცხადა არჩილ გამზარდიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები