სოფო ხორგუანი: 2012 წლის შემდეგ ხელისუფლების შენახვა გაცილებით ნაკლები უჯდება სახელმწიფოს

მთავარია სამინისტროების ოპტიმიზაცია მოხდეს ისე, რომ ხარჯიც შევამციროთ და საქმეც არ დაზარალდეს, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ სოფო ხორგუანმა განაცხადა.
ხორგუანი დადებითად აფასებს სამინისტროების ოპტიმიზაციის საკითხს. იგი თვლის, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ოპტიმიზაციც უნდა მოხდეს დროთა განმავლობაში.
“არის ცხინვალის და აფხაზეთის მთავრობა, რომლის შენახვაც ბიუჯეტიდან გვიწევს, ამიტომ უნდა მოხდეს ამ სამინისტროების ოპტიმიზაცია, ეს სამსახურები არ უნდა იყოს მხოლოდ ფორმალურები და თანხა, რომელსაც ვიხდით, უნდა ვიცოდეთ, რას ვახმართ. მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებაროს ენერგეტიკის სამინისტროც. რაც შეეხება დიასპორის სამინისტროს საკითხს, მე ამ გადაწყვეტილებას დადებით ვაფასებ“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები