ვიქტორ დოლიძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებს შეხვდა

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებს შეხვდა. თუმცა ვიქტორ დოლიძე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, შეხვედრა უკავშირდებოდა თუ არა მის მინისტრის პოსტზე დანიშვნის საკითხს.
„ეს შეხვედრა სხვა თემებს ეხებოდა. 23 ნოემბერს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა იმართება. ფიზიკურად ვერ ვახერხებ იქ ჩასვლას. პრეზიდენტობაზე უარი ვთქვი, რადგან პარლამენტის დეპუტატი აღარ ვარ. ეს საკითხი სხვა საკითხებთან ერთად გავიარეთ“, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- თან საუბრისას.
კითხვაზე – ჰქონდა თუ არა შეთავაზება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე, დოლიძე აღნიშნავს, რომ ამ თემაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
„ყველაფერი შეიძლება რეალური იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე, აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ“, – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები