ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარი თქვა

დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს, მაგრამ პოლიტიკიდან არ მიდის. „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი ლევან ვაშალომიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აღარ იქნება.
მან საგანგებო ბრიფინგზე საკუთარ ამომრჩეველს ბოდიში მოუხადა.
“პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საარჩევნო პროცესში, მხარში მედგა და მარწმუნებდა, რომ არ უნდა დავნებებულიყავი.
მადლობა ჩემს გუნდს. მინდა ასევე, ბოდიში მოვუხადო ჩვენს ამომრჩეველს იმის გამო, თუ ვერ გავამართლეთ მათი მოლოდინები, ვერ დავაკმაყოფილეთ მათი მოთხოვნები. გვაფრთხილებდნენ, რომ არჩევნებს გააყალბებდნენ და ბოდიშს ვუხდი მხარდამჭერებს, რომ ვერ დავიცავი მათი ხმა.
ჩემი მიზანი იყო აჭარაში სასარგებლო ადამიანების შეკრება, რომლებიც განახორციელებდნენ კარგ პროექტებს, მათ შორის ოცნების ქალაქის პროგრამას, ციტრუსის პროგრამას და სხვა… დღეს, მე ვიღებ გადაწყვეტილებას და არ შევდივარ უმაღლეს საბჭოში, არც როგორც ლიდერი და არც როგორც დეპუტატი.
ეს მე მომცემს საშუალებას, უფრო მეტი ყურადღება მივაქციო ხალხს და ვითანამშრომლო ჩემს გუნდთან. პირადად მე, არსად წასვლას არ ვაპირებ, ვიქნები აჭარაში, საქართველოში და ჩემი პრინციპი იქნება მეტ ხალხს შევხვდე. მოსახლეობას შეეძლება ჩვენთან მოსვლა და შეხვედრა, პრობლემების განხილვა, იდეების გაზიარება”, – განაცხადა ვარშალომიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები