სერგო ჩიხლაძე: ოპოზიციურ გაერთიანებაში „ახალი საქართველოც“ ჩაერთვება

“კონსულტაციები ამ ეტაპზე ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მიმდინარეობს”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
ჩიხლაძე თვლის, რომ ახალი ოპოზიციური ფლანგის შექმნა სახელისუფლებო გუნდს კონკურენციას გაუწევს.
„კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან დაწყებულია და ჩვენს ვიღებთ მონაწილეობას. ამ ეტაპზე, რაიმე კონკრეტიკა გამოკვეთილი არ არის, თუმცა სურვილი გვაქვს, რომ ეს არავითარ შეთხვევაში არ იყოს კოალიციური ძალა.ამ ძალაში პოლიტიკოსები უნდა იყვნენ გათავისუფლებული პარტიული ინტერესებიდან.
ჩვენ ვმუშაობთ მაჟორიტარული სისტემის შეცვლაზე და ამის მზაობა ხელისუფლებისგანაც იყო, თუმცა ახლა მათ პოზიცია ბუნდოვანია,“ – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები