სერგო ჩიხლაძე: სააკაშვილის განცხადებები არასერიოზული კაცის განცხადებებია

“ყველაფერი სხვას გადააბრალო და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მოიხსნა, პოლიტიკოსს ეს არ ეკადრება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალი საქართველოს“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
ჩიხლაძე თლის, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები არასერიოზულია. იგი სააკაშვილის მხრიდან გიორგი ვაშაძის მისამართით გაჟღერებულ რეპლიკებზეც აკეთებს კომენტარს.
“მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არის არასერიოზული და არ შეეფერება პოლიტიკოსს, ის რაც პარტიაში ხდებოდა, გიორგი ვაშაძე ამას პარტიაში ყოფნის დროსვე ამბობდა და ასევე აფრთხილებდა, რომ მალე „ნაციონალური მოძრაობა“ კრიზისის წინაშე აღმოჩნდებოდა, თუმცა არავინ არ გაითვალისწინა და დღეს სააკაშვილის განცხადებები, რომ თურმე ყველა და ყველაფერი გაიყიდა, არის უპასუხისმგებლობა. ეს ნიშნავს, რომ ყველანაირი პასუხისმგებლობა მოიხსნა დაშვებულ შეცდომებზე და სხვას გადააბრალო“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები