მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოში 18 ნოემბერს, 12:00 საათზე შეიკრიბება. შესაბამის აქტს საქართველოს პრეზიდეტმა ხელი უკვე მოაწერა.
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განაცხადა, პარლამენტის სხდომის თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსულტაციები ყველა შესაბამის მხარესთან გამართა.
„საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართოს 18 ნოემბერს, 12 საათზე“,-აღნიშნა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის წევრები, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის თარიღთან დაკავშირებით, განცხადებებს რამდენიმე დღის განმავლობაში აკეთებდნენ. მათ განცხადებას მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა და მათ პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ ”ნაჩქარევი განცხადებების” გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები