გიორგი ვაშაძე: ბაქრაძემ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, საკუთარი ფუნქცია ვერ შეასრულა

დავით ბაქრაძე კიდევ ერთი კატასტროფა იქნება ”ნაციონალური მოძრაობის” მომავლისთვის, რადგან ისიც არაფრის გამკეთებელი ადამიანია, – ამის შესახებ ”ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ”პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
”ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დავით ბაქრაძის კანდიდატურის მხარდაჭერას გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ “კატასრტოფად” მიიჩნევს.
„დავით ბაქრაძე ”ნაციონალური მოძრაობის” დროს პარლამენტის თავმჯდომარე იყო 4 წლის განმავლობაში და თუ ვინმეს უნდა შეეკავებინა მძლავრი ძალაუფლება, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყო კონცენტრირებული, ეს იყო პარლამენტი, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი ფუნქცია ვერ შეასრულა ქვეყანაში, მივედით იმ დამარცხებამდე, რაც 2012 წელს ”ნაციონალურმა მოძრაობამ” იწვნია”, -განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები