ირაკლი კობახიძე: პარლამენტში უნდა გაგრძელდეს ის პოზიტიური ტრადიციები, რომლითაც მდიდარია საქართველოს საპარლამენტო ცხოვრება

პარლამენტში უნდა გაგრძელდეს ის პოზიტიური ტრადიციები, რომლითაც მდიდარია საქართველოს საპარლამენტო ცხოვრება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
კობახიძემ პირობა დადო, რომ როგორც პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე ყველაფერს გააკეთებს.
კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სახელით გამართულ ღონისძიებაზე უსუფაშვილის საქმიანობაც შეაფასა. მისი თქმით, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პარლამენტარიზმისა და დემოკრატიული პროცესების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სახელით მიღება გაიმართა, სადაც ძველი და ახალი პარლამენტის წევრები იყვნენ მიწვეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები