ირაკლი კობახიძე: პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნა პრეზიდენტის ექსკლუზიური პრეროგატივაა

პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნა პრეზიდენტის ექსკლუზიური პრეროგატივაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
“დღეს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა. ამის შემდეგ სწორედ პრეზიდენტის განსასაზღვრია პირველი სხდომის თარიღი – ამაზე გადაწყვეტილება პრეზიდენტის პრეროგატივაა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის წევრები მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის თარიღთან დაკავშირებით განცხადებებს რამდენიმე დღის განმავლობაში აკეთებდნენ. მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა და მათ პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ ”ნაჩქარევი განცხადებების” გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, თარიღის განსაზღვრა პრეზიდენტის პრეროგატივაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები