მანანა კობახიძე დავით უსუფაშვილზე: საუკეთესო იყო ეს 4 წელი, მასთან მუშაობის თვალსაზრისით

„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე დავით უსუფაშვილის პარლამენტის თავმჯდომარეობის 4 წელს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მასთან მუშაობის თვალსაზრისით, გასული წელი საუკეთესო იყო. როგორც კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გამართულ მიღებაზე განაცხადა, უსუფაშვილისგან მან ბევრი რამ ისწავლა.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ დავით უსუფაშვილს, მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს. მე მინდა ვთქვა, რომ ის იყო საუკეთესო პარლამენტის თავმჯდომარე და ყველა ჩემი კოლეგა დამეთანხმება, როგორც პოზიციიდან, ასევე ოპოზიციიდან. მე პირადად ძალიან ბევრი ვისწავლე მისგან, როგორც პოლიტიკოსისგან, როგორც ადამიანისგან. როგორც პირველმა ვიცე-სპიკერმა, შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო იყო ეს 4 წელი, მასთან მუშაობის თვალსაზრისით“,- განაცხადა კობახიძემ და დავით უსუფაშვილს წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები