დავით უსუფაშვილი: აღარ გვექნება სახელისუფლებო წყვეტები და ისეთი მოვლენები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ პარლამენტშიც ვითარდებოდა

აღარ გვექნება სახელისუფლებო წყვეტები და ისეთი მოვლენები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ პარლამენტშიც ვითარდებოდა“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო სამსახური არ არის პრივილეგია და ჯილდო, ეს არის საპატიო შრომა.
უსუფაშვილის თქმით, წინა პარლამენტი ისეთივე მრავალპარტიული და ჭრელი იყო, როგორიც ქართული საზოგადოებაა.
„დღევანდელი შეკრებით გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ თითეული ჩვენგანი, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ პარტიას ვეკუთვნით, ვართ გამარჯვებული თუ დამარცხებული ამ კონკრეტულ არჩევნებში, ვემსახურებით ჩვენს საერთო სამშობლოს.
სახელმწიფო სამსახური არ არის პრივილეგია და ჯილდო, ეს არის საპატიო შრომა. შევიკრიბეთ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივცეთ იმედი, რომ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, ჰყავდა ხელისუფლება, ეყოლება ახალი ხელისუფლება, რომელიც გაუძღვება ქვეყანას, უზრუნველყოფს შემდეგი არჩევნების ჩატარდებას და ასე გაგრძელდება.
ჩვენ აღარ გვექნება სახელისუფლებო წყვეტები და ისეთი მოვლენები, რომლებიც სამწუხაროდ, ამ პარლამენტშიც ვითარდებოდა. წინა პარლამენტი ისეთივე მრავალპარტიული და ჭრელი იყო, როგორიც ქართული საზოგადოებაა.
ამ სიჭრელემ შეიძლება, ბევრი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა დააკარგვინა პარლამენტს, სამაგიეროდ, ამ სიჭრელის გამო, შესაძლოა, შეცდომებიც ცოტა დავუშვით. მომავალი პარლამენტი, თავის მხრივ, იქნება ასევე გამორჩეული, ვინაიდან ერთი პოლიტიკური პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება, რაც, ერთი მხრივ, მომავალ პარლამენტს აძლევს შესაძლებლობას, მეტი გადაწყვეტილებები მიიღოს ნაკლები პრობლემებით, მაგრამ ამასობაში, ალბათ, ავალდებულებს მომავალი პარლამენტის თითოეულ წევრს, რომ მეტი დაფიქრებით და განსჯით მიიღოს გადაწყვეტილებები, რათა შეცდომები ნაკლები დავუშვათ.
შეცდომებისგან კი დაზღვეული არავინ ვართ. ჩვენ გვინდა, დღევანდელი შეკრებით ხაზი გავისვათ ზუსტად იმას, რომ ჩვენ ყველანი ქართულ სახელმწიფოს ვემსახურებით და მრავალპარტიულობა, მრავალფეროვნება, არჩევნებში დამარცხებული, არჩევნებში გამარჯვებული – ეს იქნება ნორმალური მოვლენა და არა ტრაგედიები, ანგარიშწორებები და ცხოვრების დასასრული“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები