მინდია ჯანელიძე უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში სერ გარი ჯონსონს შეხვდა.
ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე, საქართველოში უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესზე.
შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში გაიმართა, ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილეები ლევან ღირსიაშვილი და კახა ოქროჯანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები