გია ვოლსკი: „გირჩს“ საზოგადოების „დაბოლება“ აქვს მხედველობაში

“გირჩს,“ ვფიქრობ, ასეთი განცხადებებით საზოგადოების „დაბოლება“ აქვს მხედველობაში, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას.
„მე ვფიქრობ, ასეთი განცხადებებით საზოგადოების „დაბოლება“ აქვთ მხედველობაში, რასაც შემდეგ ეზოებში მოთამაშე ჩვენი ბავშვების „დაბოლება“ მოჰყვება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, „გირჩის“ წევრებმა, იმ შემთხვევაში, თუ მეცხრე მოწვევის პარლამენტი და მთავრობა ახალ წლამდე არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილებას არ განახორციელებს, 31 დეკემბერს, 23:59 საათზე, საკუთარ ოფისში, სხვა სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად მარიხუანას საჯაროდ დათესვა დააანონსეს. „გირჩის” ეს გადაწყვეტილება ზურაბ ჯაფარიძემ გაახმოვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები