ანი მიროტაძე: მანანა ნაჭყებიას თუ მიაჩნია, რომ „გირჩი“ უფრო საიმედო პარტნიორია, ეს მისი გემოვნების საკითხია

თუ ჩვენ ვართ არასანდო პარტნიორები, ქალბატონმა მანანამ სანდო პარტნიორები „გირჩში“ ეძებოს – ამის შესახებ „ეროვნული ფორუმის“ წევრმა ანი მიროტაძემ „კვირას“ განუცხადა.
ანი მიროტაძე მანანა კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც „მემარჯვენემ“, „ეროვნული ფორუმი“, „კონსერვატორებთან“, „მრეწველებთან“ და „რესპუბლიკელებთან“ ერთად „არასანდო“ პარტნიორებად დაასახელა.
ანი მიროტაძე აცხადებს, რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანება ხელს შეუწყობს პარტიული მარწუხებიდან გათავისუფლებას.
“როცა ჩვენ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაზე ვსაუბრობთ, არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობთ კოალიციას. ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ პარტიული ჩარჩოებიდან და ინტერესებიდან. თუ ჩვენ მანანა ნაჭყებიას არასანდო პარტნიორად მოვიაზრებით, ეს მისი გემოვნების საკითხია. სანდო პარტნიორები მან ეძებოს „გირჩში“ და ვაშაძესთან. ახალი პოლიტიკური გაერთიანება მოგვეაზრება, როგორც ერთიანი ოპოზიციური ძალა, ახალი სახეებით და ახალი ხედვებით. მანანა ნაჭყებიას განცხადება სულ მცირე არაკორექტულია,“ – განაცხადა ანი მიროტაძემ “კვირასთან“.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ დღეს „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას „არასანდო“ უწოდა.
“კოალიციები იწვევს იმას, რომ ადამიანები გულწრფელები არ არიან, აი, რა დავიჯეროთ ახლა, როდის არიან გულწრფელები „ფორუმელები“, „რესპუბლიკელები“, „კონსერვატორები“ თუ „მრეწველები“, როცა ისინი ყველა წამოწყებას მხარს უჭერდნენ, მაშინ, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და უკან მიდევნებული ლამპარივით შემდეგ ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორი არასწორი პოლიტიკა ტარდებოდა,“ – განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ წევრმა მანანა ნაჭყებიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები