გიგა ბოკერია: გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლაზე, მოჰყვა ჩვენი პარტიის ერთი ნაწილის ძალიან აგრესიული რეაქცია

გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობაში“ დაპირისპირებას პარლამენტში შესვლის საკითხს უკავშირებს. მისი განცხადებით, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას პარტიის წევრთა ნაწილის ძალიან აგრესიული რეაქცია მოჰყვა. ბოკერიას „ნაციონალური მოძრაობის“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის მომზადებასაც აპირებს.
“ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლაზე, მოჰყვა ჩვენი პარტიის ერთი ნაწილის ძალიან აგრესიული რეაქცია, რამაც წაახალისა ძალიან ბინძური კამპანია ჩვენთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილს შევეკარით. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, ისევე, როგორც ძალიან დიდი შეცდომაა დღეს არჩევნებზე ხელის ჩაქნევა, გამოცხადება, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, მაშინ როცა გველის თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ ვაპირებთ, ამ არჩევნებზე ვიბრძოლოთ ჩვენს აქტივთან ერთად. ჩვენი ამოცანაა ხალხის გვერდზე დგომა და არა ბინძური კამპანიის წახალისება“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები