პრეზიდენტმა პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბრამდე უნდა დანიშნოს

საქართველოს პრეზიდენტს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის თარიღის გამოცხადება საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის “საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნების შემდეგ შეუძლია. ამის შესახებ  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განმარტა. მისივე თქმით, შემაჯამებელი ოქმი ოფიციალურად ძალაში, სწორედ “საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნების შემდეგ შევა.
კანონის თანახმად, პრეზიდენტმა პირველი სხდომა არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 20 დღის ვადაში უნდა დანიშნოს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები