დავით ბაქრაძე მსუბუქი ნარკოტიკის მიღებისთვის პატიმრობას დაუშვებლად თვლის

მე მგონი ძალიან მკაფიოა, რომ არ შეიძლება, მსუბუქი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ადამიანი იჯდეს ციხეში – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
დავით ბაქრაძე აღნიშნულ საკითხს ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ გზავნილად თვლის.
„ეს ის პოლიტიკაა, რომელიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იყო “, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები