დავით ბაქრაძე: ბრიუსელში საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღეს

„საქართველოს ევროპული გზა არ გამორიცხავს ამას და ეს იყო მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მიიღეს” – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საპატრიარქოსთან ერთად ორი პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოხდა მართლმადიდებლური ეკლესიის ინფორმირება, თუ რას ნიშნავს საქართველოს ევროპული გზა.
„საქართველოს ევროპული გზა ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კულტურით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი მრავალფეროვნებით უნდა გავხდეთ იმ მნიშვნელოვანი ოჯახის ნაწილი, რომლის სიმდიდრეც მრავალფეროვნებაშია. ვფიქრობ, რომ ბრიუსელში ძალიან სწორი ინფორმაციის გაცვლას ჰქონდა ადგილი. მათ მიიღეს ობიექტური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არის საკითხები, რომელზეც ჩვენ ვთანხმდებით როგორც ევროპული საზოგადოება, მაგრამ არის საკითხები, რომელსაც თითოეული სახელმწიფო საკუთრივ განსაზღვრავს, როგორი პოლიტიკა აირჩიოს. საზოგადოება თავად ირჩევს, ამიტომ საქართველოს ევროპული გზა არ გამორიცხავს ამას და ეს იყო მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მიიღეს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები