დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

სტრასბურგში, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა.
როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ამასთანავე, განხილვის ერთ-ერთი თემა იყო, საქართველოში 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, რა დროსაც გენერალურმა მდივანმა ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დადებითად შეაფასა და ქართულ მხარეს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა.
გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს უპირობო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან ასევე დაადასტურა, რომ საქართველოს საკითხი მუდმივად იქნება ევროპის საბჭოს პოლიტიკური დღის წესრიგში და გაგრძელდება საქართველოში კონფლიქტის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშის წარდგენა.
ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე და მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს ევროპის საბჭოს ძალისხმევისათვის განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები