გიორგი ახვლედიანი: ნინო ბურჯანაძემაც და გუბაზ სანიკიძემაც გააჟღერეს, რომ კონსულტაციები აქვთ

გუბაზ სანიკიძე წამოვიდა პარტიიდან და ის, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, ისე მოქმედებს, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა.
ახვლედიანი ადასტურებს, რომ ბურჯანაძესა და გუბაზ სანიკიძეს შორის პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს.
“მე ახალს არაფერს ვიტყვი, ის რომ გუბაზი შეხვდა ნინოს, ეს ორივემ დაადასტურა. გუბაზ სანიკიძე არის დამოუკიდებელი პოლიტიკოსი და სრული უფლება აქვს რომელ პოლიტიკოსთანაც უნდა, იმასთან აწარმოოს მოლაპარაკებები,” – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები