გიორგი ახვლედიანი: მაჟორიტარული სისტემის შეცვლისთვის 2 ანალოგიური პროექტი უკვე დევს პარლამენტში

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარობის სისტემა შესაცვლელია და ორი პროექტი პარლამენტში განსახილველად უკვე მზად არის.
“წინა პარლამენტში 84 კაცის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტი მაჟორიტარული სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით უკვე დევს, ერთია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული, მეორე კი არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ, რომლებიც თითქმის ერთმანეთის იდენტურია და მაჟორიტარული სისტემის სამხარეო პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, მაგრამ მე დღეს მიჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლებას არ აქვს დიდი დაინტერესება შეცვალოს მაჟორიტარული სისტემა, ამიტომ ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის დღემდე მოქმედი სისტემა აღარ გვქონდეს,“ – განაცხადა ახვლედიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები