მერიის ბიუჯეტზე განხილვები 25 ნოემბრამდე დასრულდება

დედაქალაქის ბიუჯეტი შემცირებულია 47 მილიონი ლარით, თუმცა აქ არის რამდენიმე ფაქტორი გათვალისწინებული – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ განაცხადა.
საკრებულოს კომისიებმა ბიუჯეტის განხილვები დღეიდან დაიწყეს და 25 ნოემბრამდე დაასრულებენ. გულიკო ზუმბაძე თვლის, რომ თანხები პრიორიტეტებისთვის მიზნობრივად შეირჩა.
“დედაქალაქის ბიუჯეტი შემცირებულია 47 მილიონი ლარით, თუმცა ეს ეხება ადმინისტრაციული რესურსის ხარჯის შემცირებას, ასევე სტიქიის დროს იყო გამოყოფილი ტრანსფერი და თავისთავად არც ეს აღარაა ამ ეტაპზე საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი თანხები სატრანსპორტო საშუალებების ინფრასტუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.
ასევე გათვალისწინებულია საცობების განტვირთვის მიზნით პარკინგების მოწყობა, ამისთვის მერიამ 10 ადგილი შეარჩია, თუმცა, პირადად მე მაქვს ინიციატივა. არიან კერძო მესაკუთრეები, ვისაც აქვთ მიწის ნაკვეთები და შესაძლებელია, რომ რაღაც შეთანხმების საფუძველზე გაკეთდეს კერძო პარკინგები. ამ შეთხვევაში მერია მიწას გასცემს იჯარით, რაც ნაკლებად სახარბიელოა,” – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
კომისიის წევრები ბიუჯეტის განხილვის დაწყებამდე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ და ყურადღება, ძირითადად, ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებული ადამიანების და შეზღუდული შესაძლებლობის პირების პრობლემებზე გამახვილდა.
“ჩვენს ქვეყანაში არის საბინაო პრობლემა. ის თავშესაფრები ვერ უზრუნველყოფს ამ ადამიანებისთვის პირობების შექმნას, ამიტომ ჩვენი ძირითადი შენიშვნა იქნება იმ პოზიციის ჩამოყალიბება თუ რა კრიტერიუმებით დავიცავთ ბინათმშენებლობის კუთხით დაზარალებულ მოსახლეობას”, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები