მანანა ნაჭყებია: გაერთიანებასთან დაკავშირებით საუბარი ნაადრევია

„ახალი მემარჯვენეები“ ვისურვებდით, რომ ეს მესამე გაერთიანება იყოს მემარჯვენე ცენტრისტული იდეოლოგიის მქონე პარტიების – ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მანანა ნაჭყებია ოპოზიციური ძალების კონცენტრირებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვარაუდობს. მისივე ინფორმაციით, შეხვედრები პარტნიორ პარტიებთან დაწყებულია, თუმცა ოპოზიციურ სპექტრში იმ პარტიებსაც ასახელებს, ვის გულწრფელობაშიც ეჭვი ეპარება.
„კოალიციური ერთობები იწვევს იმას, რომ ადამიანები გულწრფელები არ არიან, რა დავიჯეროთ, როდის არიან გულწრფელები „ფორუმელები“, „კონსერვატორები“, „რესპუბლიკელები“-ეს ადამიანები დღეს სხვანაირად ლაპარაკობენ, ამიტომ ეს გუნდურობა სწორედ ამ საფრთხეს შეიცავს, რომ ეს ადამიანები, ყალბი გუნდურობიდან გამომდინარე, მხარს დაუჭერენ არასწორ გადაწყვეტილებას და უკან მიდევნებული ლამპარივით შემდეგ ილაპარაკებენ, როცა უკვე აღარ იქნებიან საჭირო ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები