მანანა ნაჭყებია: ჩატარებული არჩევნები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენ არ ვაღიაროთ არჩევნები

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შევიკრიბებით, რათა ვისაუბროთ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ განაცხადა.
ნაჭყებია თვლის, რომ საარჩევნო სისტემა შესაცვლელია, ის, კონკრეტულად, მაჟორიტარულ სისტემაზე ამახვილებს ყურადღებას და მიაჩნია, რომ არის იმის რესურსი, ხელისუფლებამ აღნიშნულ საკითხში ცვლილებები შეიტანოს.
მანანა ნაჭყებია ერთნაირი პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე პარტიების გაერთიანებაზეც საუბრობს.
„საარჩევნო სისტემა, რომ შესაცვლელია, ეს ყველამ იცის, ამ ეტაპზე არის იმის შანსი, რომ ხელისუფლება წამოვიდეს სისტემის შეცვლის განხილვის მოლაპარაკებაზე. ჩვენ, ოპოზიციური ძალები შევიკრიბებით, ისეთი ოპოზიციური ძალები, ვისაც ერთნაირი იდეოლოგია გაგვაჩნია. ესენი არ იქნებიან „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ზოგი პარტია აპირებს, რომ განცხადება გააკეთოს არჩევნებზე და აღნიშნოს, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, თუმცა ჩვენ ამას არ ვიზიარებთ, რადგან, ჯერ ერთი, ეს არაფერს მოგვცემს და მეორეც, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა არჩევნების შედეგები, ამიტომ ჩატარებული არჩევნები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენ არ ვაღიაროთ,“-განაცხადა მანანა ნაჭყებიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები