ცესკო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს დღეს გამოაქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს გამოაქვეყნებს. სხდომა, რომელზეც შემაჯამებელი ოქმის მიღება მოხდება, ცესკო-ში 13:00 საათზეა დანიშნული.
არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტმა ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი უნდა დანიშნოს. სხდომა, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის მიხედვით, 19 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს.
ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეპუტატებს მოუწოდებს, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით „ნაჩქარევი განცხადებების“ გაკეთებისგან თავი შეიკავონ.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ქვეყნის პირველი პირი სხდომის თარიღთან დაკავშირებით შესაბამის სამართლებრივ აქტს მას შემდეგ გამოსცემს, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები