ილია მეორე: წმინდა ასი ათასი მოწამის ლოცვა გადაარჩენს საქართველოს

წმინდა ასი ათასი მოწამის ლოცვა გადაარჩენს საქართველოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.
პატრიარქმა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, 100 000 მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე პარაკლისი აღავლინა.
დღესვე, ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნის” ორგანიზებით, კონცერტი გაიმართა. კონცერტის შემდეგ კი მეტეხის ხიდზე შემოქმედებითი გაერთიანება “ეროვნული იმპერატივი” და “საქართველოს ხრიდოლის აკადემია” თეატრალური დადგმით – “ასი ათასი წამებულის დღე” წარდგა.
წმინდა 100 ათასი ქართველი მოწამე, ჯალ-ალ-ედინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის მე-13 საუკუნეში აღესრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები