“ევროპაბეთში” მამაკაცი სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კაზინო “ევროპაბეთში” მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც “კვირას” შემთხვევის ადგილიდან თვითმხილვევლმა აცნობა, უბედური შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს გული გაუსკდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულოს ბრიგადები. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები