სასჯელაღსრულების თანამშრომელი ნათელა ჯ. პატიმარს 7 ათასი დოლარის სანაცვლოდ გათავისუფლებას დაჰპირდა – ბრალდებული დაკავებულია (ვიდეო)

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე აღინიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციალური სისტემის რუსთავის N16-ე დაწესებულების ინსპექტორი ნათელა ჯინჭარაძე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნათელა ჯინჭარაძე, მოქალაქეს, თავისი ახლობლის, ქ.რუსთავის N17-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

“გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს”, – განაცხადეს ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები