სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (184,74 გრ.) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა 8 ნოემბერს მოხდა, ხოლო საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10,868.25 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10,868.25 ლარის ოდენობით შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები