ქედაში აქციის მონაწილეები დააკავეს

პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ქედაში 4 პირი დააკავეს. დაკავებულები საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან, რომლებიც სოფელ გოგიაშვილებში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებდნენ. ისინი მძიმე ტექნიკას წინ გადაუდგნენ.
მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები