გამოფენა „ნინო,ნინო,ნინო“ და კვირეული „შეაჩერე საშვილოსნოს ყელის კიბო!“

 24 იანვარს, 19 საათზე, გალერეაში „ვანდა“ ეწყობა სამი ქართველი მხატვრის ნინო ფერაძის, ნინო ჩაკვეტაძისა და ნინო მორბედაძის ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით – „ნინო,ნინო,ნინო“, რომელიც რელიგიურ დღესასწაულ „ნინოობასთანაა“ დაკავშირებული.
გამოფენაზე სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნილი 50-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. გამოფენის პარტნიორია გაეროს მოსახლეობის ფონდი და შავი ზღვის ქვეყნების კოალიცია ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის.
გალერეა „ვანდა“ და ამ გამოფენის მონაწილეები უერთდებიან და მხარს უჭერენ საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეულს და მის სლოგანს – „შეაჩერე საშვილოსნოს ყელის კიბო!“
19-25 იანვარს კვირეული მთელი ევროპის მასშტაბით წელს მერვედ აღინიშნება და ემსახურება საშვილოსნოს ყელის კიბოზე და მის პრევენციის საშუალებებზე ინფორმირებულობის გაზრდას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები