ოზურგეთში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს

ოზურგეთში გუშინ, გვიან ღამით, საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. სახლიდან წაღებულია ფული და ძვირფასეულობა. გატაცებული თანხა, სავარაუდოდ, 3000 ლარს შეადგენს.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
დამნაშავის დასაკავებლად მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები