მუნიციპალიტეტები საჭირო სასწავლო პროგრამებს თავად შეარჩევენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული, ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისათვის, უწყვეტი სწავლების სისტემის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ – თენგიზ შერგელაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ – შომბი შარპი ვილიმ – და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა -ოლივიე ბურკმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემა ინოვაციური მექანიზმია, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტების უზრუნველყოფა მოხელეების საჭიროებებზე მორგებული, ხარისხიანი სასწავლო პროგრამებით. სისტემის ფარგლებში შექმნილი ელექტრონული ბაზა საშუალებას აძლევს ტრენინგის მიმწოდებლებს დაარეგისტრირონ თავიანთი პროგრამები, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობებს – მოიძიონ და შეისყიდონ ხარისხიანი სასწავლო ტრენინგები.
მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები