“დედაჩემის ტრუპი ავიკიდე” – რას ამბობდა მკვლელობის შემდეგ ლუბა ყოჩიაშვილის ქალიშვილი

76 წლის ქალის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულთა ადვოკატები საქმეების განცალკევებას ითხოვენ.
დათა კვარაცხელიასა და ავთანდილ ამირანაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი მათმა ადვოკატებმა გაასაჩივრეს. 23 წლის კვარაცხელია ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ავთანდილ ამირანაშვილი კი ამბობს, რომ ინფორმაცია მკვლელობის შესახებ ხუმრობად მიიღო.
„გოგონა საუბრობს, დედაჩემის ტრუპი ავიკიდეო. ეს იყო სიცილ-ხარხარით გამოთქმული წინადადება, რომელიც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებმა ვერ აღიქვეს სერიოზულად.
დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალად მხოლოდ ერთი მუხლი-დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ, დანარჩენ 3-ს კი მკვლელობა. ამიტომაც აუცილებელია საქმეების განცალკევება და ცალკე წარმოებად გამოყოფა. ამ შემთხვევაში სხდომაც გაიხსნება და არ იქნება დახურული, ვინაიდან არ არიან არასრულწლოვანები“,-განაცხადეს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულების ადვოკატებმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 ადამიანია დაკავებული. მათ შორის ერთ-ერთი მოკლულის ქალიშვილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები