თსუ-ის სტუდენტებმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში ტრენინგი გაიარეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააღსრულებო სამართლის ზოგადი კურსი გაიარეს.
ტრენინგები თსუ-ის თვითმმართველობისა და ბიუროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
როგორც „კვირას“ თსუ-დან აცნობეს, ზოგადი კურსი აღსრულების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში 20-მა სტუდენტმა გაიარა.
სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. სემინარების ფარგლებში, ისინი გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას, აღსრულების ორგანოების სტრუქტურას, მათ სამართლებრივ სტატუსსა და კომპეტენციას. სააღსრულებო წარმოების მონაწილეებს და მათ სამართლებრივ მდგომარეობას, აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს, აღსრულების ეტაპებსა და შედეგებს.
გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები. მომავალმა იურისტებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების შესახებ პრეზენტაციები მოისმინეს, მათ შორის, მოვალეთა რეესტრი, ელექტრონული აღსრულება, ფაქტების კონსტანტაცია.
პროექტის მიზანია სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება, სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა.
აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო სისტემის თემატიკაზე მომავალ იურისტებთან ტრენინგებს მომავალშიც განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები