საქალაქო სასამართლომ შშმ პირის მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.
კერძოდ, სასამართლომ განიხილა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, იკო ი. არ გამოცხადდა გამწვევი კომისიის სხდომაზე სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდების მიზნით.
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობისა და პასუხისგებაში მიცემული პირის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეტლით მოსარგებლის მხრიდან ადგილი ვერ ექნებოდა სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდებას, შესაბამისად შეწყვიტა საქმის წარმოება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები