ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

 ბათუმში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
დაჭრილი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, დაჭრილის მის საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დადგენილია. ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები