76 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

დამამძიმებელ გარემოებაში დედის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის გოგონას და საქმეზე დაკავებულ კიდევ ოთხ პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. პროცესი სახურული იყო, რადგან ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანია.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ნიკა სადრაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ა~დანაშაულის შეუტყობინებლობაშია ბრალდებული და ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ადვოკატის თქმით, პროკურატურის მხრიდან იყო დაუსაბუთებელი შუამდგომლობა და არ არსებობდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის არც მიმალვის საფრთხე და არც მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
შემდეგი სასამართლო პროცესი 8 დეკემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 76 წლის დედა 18 წლის გოგონამ მეგობრებთან ერთად მოკლა. ფაქტთან დაკავშირებით სულ 5 პირია დაკავებული. გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს – ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა – 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდეგ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8-ე საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები