სტამბოლში გარდაცვლილი მზია დუნდუას ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს

სტამბოლში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის მზია დუნდუას ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს. მისი ოჯახის წევრები მოითხოვენ ცხედარს თბილისში ხელახალი ექსპერტიზა ჩაუტარდეს და მოუწოდებენ შესაბამის სტრუქტურებს დაეხმარონ ოჯახს იმისთვის, რომ თურქეთში დროული და სამართლიანი გამოძიება ჩატარდეს.
გარდაცვლილის და ამბობს, რომ მზია დუნდუას თავი არ მოუკლავს.
„ჩემი და თავს არ მოიკლავდა, შვილები და შვილიშვილები სახლში ელოდებოდნენ, მოვითხოვთ ჩატარდეს ექსპერტიზა“, -აცხადებს გარდაცვლილის და.
მისივე ინფორმაციით, მზია დუნდუას სტამბოლში დამსაქმებელი თანხას არ უხდიდა.
შეგახსენებთ, რომ 51 წლის მზია დუნდუა სტამბოლში გარდაცვლილი რამდენიმე დღის წინ იპოვეს. პროფესიით პედაგოგი სტამბოლში რამდენიმე წელი მუშაობდა და საქართველოში ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა. იგი ოჯახში ბავშვს უვლიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები