„ქართველი დიპლომატები თავიანთი საქმიანობით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამტკიცებდნენ ქვეყნის იმიჯს“

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი მარგველაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საზეიმო მიღებას პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პატრიარქთან ერთად დაესწრო.
„მსურს დღევანდელი დღე მივულოცო ასობით და ათასობით ადამიანს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს და ხვალინდელ დღეს ემსახურებიან.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც 25 წლის წინ აღიდგინა დამოუკიდებლობა და ფაქტობრივად, მყისიერადვე დაირღვა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ამ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდევ იწყებდა განმტკიცებას, ქართველი დიპლომატები თავიანთი საქმიანობით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამტკიცებდნენ ამ ქვეყნის იმიჯს, რომელიც რეალურად აერთიანებს ევროპასა და აზიას და შესაძლებლობას ქმნის უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობისათვის”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
ქართული დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები