დედის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ნაშვილები იყო – „ოჯახს, წლების წინათ, 19 წლის გოგონა გარდაეცვალა”

დედის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 18 წლის გოგონა ნაშვილები იყო. როგორც „კვირას“ მოკლულის მეზობლებმა განუცხადეს, ოჯახს წლების წინ ტრაგედია დაატყდა თავს, 19 წლის გოგონა გარდაეცვალათ. მათი თქმით, ლუბა ყ.-მ 57 წლის ასაკში ბავშვი იშვილა და გაზარდა.
მეზობლები ვარაუდობენ, რომ დედის მკვლელობაში ბრალდებული ირმა ყ. რომელიღაც სექტის წევრი იყო.
„ოჯახს წლების წინ 19 წლის გოგონა გარდაეცვალა და ამის შემდეგ ირმა იშვილეს, გაზარდეს… ასე დაუფასდათ ამაგი. ყოველთვის უცნაურად იცვამდა. მთელი სხეული ტატუირებული ჰქონდა. ბოლოს სახეც მოიხატა, აპარსულ თმას ატარებდა და მეზობლებს საერთოდ არ ეკონტაქტებოდა. არ ვიცით, რა მოხდა. ლუბა დაახლოებით 2 კვირის წინ დაიკარგა და პოლიცია ეძებდა. დღეს გავიგეთ ამ საშინელი მკვლელობის ამბავი, ყველა შოკში ვართ“, – ამბობს მეზობელი.
ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით, გარდაცვლილ ლუბა ყ.-ს ქმარს, დაახლოებით ორი კვირის წინ, სახლის კარი ღია დახვდა, სახლი კი ცარიელი. რამდენიმე დღეში მან პოლიციას მეუღლის დაკარგვის შესახებ შეატყობინა. მეზობლები ამბობენ, რომ ამ დღეების განმავლობაში დედის მკვლელობაში ბრალდებული გოგონა სახლში იმყოფებოდა.11266707_691780500927741_2285553568265780368_n
„კვირას“ ინფორმაციით, სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა ირმა ყ.-მ თბილისის 124-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ის მე-12 კლასის დამამთავრებელ გამოცდებზე არ გამოცხადებულა. შესაბამისად, მას სკოლის ატესტატი არ მიუღია.
„მოსწავლე სასწავლო პროცესს არცთუ იშვიათად აცდენდა. დედა მას ხშირად აკითხავდა. დამრიგებლისგან ვიცი, იმდენად ყურადღებიანი დედა ჰყავდა, რომ ძალიან განიცდიდა მის მდგომარეობას. სწავლით გამორჩეული არ ყოფილა. სამი წლის წინ დაამთავრა სკოლა ისე, რომ მე-12 კლასის დასრულების შემდეგ, სკოლის გამოცდებზე არ გამოცხადებულა“, – აცხადებს სკოლის დირექტორი მადონა მუმლაძე.
შეგახსენებთ, რომ ასაკოვანი დედა, 18 წლის გოგონამ, მეგობრებთან ერთად მოკლა. ფაქტთან დაკავშირებით სულ 5 პირია დაკავებული.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილის ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა – 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ – გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდეგ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს“, -აცხადებენ შსს-ში.

                                                                                       იზა შაქარაშვილი, თამარ ოქრუაშვილი

14961486_1327264933964155_1144749726_n 14914652_1327264913964157_1218649584_n 14958534_1327265043964144_1276089110_n 14972054_1327265070630808_2025422669_n 14971294_1327265160630799_1111849514_n 14914884_1327265410630774_306155682_n 14971163_1327265427297439_1947115817_n 14963098_1327265467297435_130145080_n 14971176_1327265490630766_1133560828_n 14962970_1327265513964097_1056250690_n 14958736_1327265673964081_43429757_n                                                       14961471_1327265810630734_1681232315_n

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები