საზარელი მკვლელობა თბილისში – გოგონამ, მეგობრებთან ერთად, საკუთარი დედა მოკლა

თბილისში, 70 წლამდე ქალის მკვლელობისთვის მისი 18 წლის ქალიშვილი, გოგონას  შეყვარებული და მათი მეგობრები დააკავეს.
როგორც მეზობლები აცხადებენ, ქალბატონი ბოლო პერიოდში შეუძლოდ იყო და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, რადგან მას რამდენიმე თვის წინ საკმაოდ მძიმე ოპერაცია გაუკეთეს. მეზობლების თქმით, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ის წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა დამნაშავეებს.
როგორც მეზობლები აცხადებენ, მოკლულის შვილი რაღაც დაჯგუფებებში იყო გაწევრიანებული და არ არის გამორიცხული, რომ ქალბატონის მკვლელობა რაიმე რიტუალის მიზნით მომხდარიყო.
„ეს ქალი სადღაც 2 კვირის წინ გაუჩინარდა და დღეს იპოვეს უკვე დამწვარი, სავარაუდოდ, მოგუდეს და მერე დაწვეს. მე გავიგე, რომ შვილმა აღიარა დედის მკვლელობა,“ – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.
მეზობლები ვერ ამბობენ, ჰქონდა თუ არა დედა-შვილს მანამდე კონფლიქტი.
“საუკეთესო დედა იყო რა ვთქვა მეტი?! ამით გადაუხადა პატივისცემა“, -აღნიშნავს ერთ-ერთი მეზობელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები