ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს ახლადარჩეულ მთავრობასთან მუშაობის მზადყოფნას გამოთქვამენ

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენები ტედ პო და ჯერალდ კონოლი, რომლებიც აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან, საქართველოს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავენ.
„მოუთმენლად ველით საქართველოს ახლადარჩეულ მთავრობასთან მუშაობის დაწყებას, რაც საქართველოს შემდგომ კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოუტანს”, – ნათქვამია ამერიკელი კონგრესმენების ერთობლივ განცხადებაში.
კონგრესმენების თქმით, „ოცდახუთი წლის წინ საქართველომ საბჭოთა კავშირის ტირანიას და კომუნისტურ წნეხს დააღწია თავი და მას შემდეგ, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი და მოკავშირეა.”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები