გიორგი მარგველაშვილი სულხან-საბას სახელობის სტიპენდიის დაწესებას აპირებს

პრეზიდენტის ინიცატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, სულხან-საბას სახელობის სტიპენდია დაწესდება.
გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს „იმ სამსახურისთვის, რომელსაც მისი უწყება და პირადად ის ახორციელებს“, ასევე დიპლომატიურ კორპუსს, უნივერსიტეტსა და სხვა სასწავლებლებს, „რომლებიც ამ მიმართულებით ახორციელებენ ახალი თაობის აღზრდას“.
„ისევე, როგორც ახალი ქართული სახელმწიფო და ახალი ქართული დიპლომატია 25 წლისაა, ასევე 25 წლისაა წელს თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. აქედან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, ამ ფაკულტეტზე ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, სულხან-საბას სახელობის სტიპენდია დავაარსო. იმედი მაქვს, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გააძლიერებს თქვენს მოღვაწეობას”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები