იუსტიციის სახლში მოქალაქე დააკავეს

ბათუმის იუსტიციის სახლში მოქალაქემ ფოტოჯიხურები ბლაგვი საგნით დააზიანა. აღნიშნული ქმედებით მან ID ბარათის მიმართ პროტესტი გამოხატა. ჩამსხვრეულია ფოტოს გადასაღებ კაბინებში აპარატების ეკრანები.
როგორც ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერმა თამარ სამსონიამ განაცხადა, აგრესიული მოქალაქის მიმართ შესაბამისი ზომები გატარდა.
“დაგვიზიანა სახელმწიფო ქონება, რაზეც შესაბამის სამსახურებს ეცნობა და გატარებულია სათანადო ზომები. მოქალაქე ალბათ, დაკავებულია, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. იუსტიციის სახლის სამუშაო პროცესს ხელი არ შეშლია”, – აღნიშნა თამარ სამსონიამ.
იუსტიციის სახლში მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას შსს-შიც ადასტურებენ. მომხდართან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები