ნოდარ ხადური: უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ ლარის კურსის გამყარებას

“უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ ლარის კურსის გამყარებას და კურსი აუცილებლად გამყარდება”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა000, ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ეკონომიკური პარამეტრები არ არის შეცვლილი და გაუმჯობესებულია.
„მათ შორის, გაუმჯობესებულია ჩამორიცხვები, რომელიც მანამდე შემცირებული იყო. იმპორტს აქვს შემცირების ტენდენცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მთავრობის ანგარიშებზე იქნება დადებითი ცვლილებები, დოლარის თვალსაზრისით. ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში ჩამოირიცხება აზიის განვითარების ბანკიდან თანხები. ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც დროებითი და უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ კურსის გამყარებას და კურსი აუცილებლად გამყარდება“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ხადურის შეფასებით, ოპონენტები ცუდი მოლოდინის შექმნას ცდილობენ.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ცუდი მოლოდინის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები