თეა წულუკიანი: იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ცვლილება არ იგეგმება

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ცვლილება არ იგეგმება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობაში დაგეგმილ შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
წულუკიანის თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელშიც იგი ჩართული არ არის.
„კონსულტაციები მიმდინარეობს იქ, სადაც უნდა მიმდინარეობდეს. ეს არის პოლიტიკური საბჭო მმართველი პარტიისა, რომელიც, როგორც იცით, შესანიშნავი გამარჯვებით შედის საკანონმდებლო ორგანოში პარტიის ლიდერის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. აქედან გამომდინარე, მე ამ კონსულტაციებში ჩართული არ ვარ. ჩემთვის ცნობილია, რომ სავარაუდოდ, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ცვლილება არ იგეგმება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა,

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები