ქუთაისში შავი ლითონის ჩამოსხმის საწარმო აშენდება

ქუთაისში შავი ლითონის ჩამოსხმის საწარმო აშენდება. მშენებლობის ნებართვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გასცა.
როგორც „კვირას“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მეტალურგიული საწარმო ქუთაისში, „ჰუალინგის“ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შენდება და მას „ჰუალინგ ჯგუფში“ შემავალი კომპანია ააშენებს.
უწყებისვე ინფორმაციით, ქარხანა დღე-ღამეში მაქსიმუმ 22 ტონა ლითონს აწარმოებს. კომპანიის განმარტებით, საწარმოში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და დასაქმებულთა 80%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები