ზაზა თავაძე მის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე მის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს და განმარტავს, რომ ალკოჰოლის მომხმარებელი არის, თუმცა ზომიერად. როგორც თავაძემ ჟურნალისტებს თვითმფრინავში მომხდარ ინცინდენტზე კომენტირებისას განუცხადა, მისი შეუძლოდ გახდომა ალკოჰოლს არ უკავშირდებოდა.
„რაც შეეხება იმას, რომ დილის 05:00 საათზე ალკოჰოლი მივიღე და ისე მოხდა ჩემი თვითმფრინავში ასვლა – სისულელეა, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთ-ერთმა სააგენტომ მოითხოვა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და ცნობა არის წარმოდგენილი იმ კლინიკიდან, სადაც, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ამოვყავი თავი. მე რომ ალკოჰოლი მიმეღო და ისე ავსულიყავი თვითმფრინავში, როგორც ექიმები მეუბნებიან, ის სპაზმი, რაც დამემართა, არ დამემართებოდა“, – აღნიშნა ზაზა თავაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რანგში უცხო ქვეყანაში პირველი ვიზიტის დროს, ზაზა თავაძე თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, რის გამოც თვითმფრინავმა არაგეგმიური დაშვება განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები